About the show
ავტორი: ნოდარ დუმბაძე
რეჟისორი: ოთარ ქათამაძე
მხატვარი: მარიკა კვაჭაძე
რეჟ. ასისტენტი: ნანა ნემსიწვერიძე
რეჟ. ასისტენტი: ნანა ნემსიწვერიძე
მთავარ როლებში: ჯორჯი დვალიშვილი, ანდრია გველესიანი, ოთო ჩიქობავა, გიორგი გასვიანი, გიორგი ცხადაძე, ნუგზარ ყურაშვილი, ბუკა ღლონტი, იუკა ვასაძე
როლებში: გაგა მახათაძე, გიორგი ფირანიშვილი, დავით ასპანიძე, ვაჟა ციცილოშვილი, თამარ ბეჟუაშვილი,ნინო ციმაკურიძე, მაია ვაწაძე, თამთა პატაშური, ვასო შიხაშვილი, მამუკა მაზავრიშვილი
კლასიკოსი ქართველი მწერლის - ნოდარ დუმბაძის სიკეთითა და სევდით სავსე პერსონაჟები განსაკუთრებით უყვარს ქართველ მაყურებელს, „თეთრი ბაირაღები“ - ახალგაზრდა ზაზა ნაკაშიძის ამბავს მოგვითხრობს - პატიმარი ნაკაშიძე ციხის საკანში ერთმანეთისაგან ხასიათებით, ცხოვრების წესით მკვეთრად განსხვავებულ ადამიანებთან ერთად ხვდება, ყოველდღიურობაში ვლინდება მათი პრობლემები, კონფლიქტები, ცხოვრების მიზანი და ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სიყვარულისა და სიკეთის კეთების ნიჭი, რადგან ამ სამყაროში „ერთი დიდი, თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ამაყად ჯომოლუნგმაზე ნიშნად -- უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა, ერთი თეთრი დროშა, ვებერთელა თეთრი ბაირაღი” სპექტაკლი ორ მოქმედებად. (ასაკობრივი კატეგორია +15)